XaTia-SeLeNa | თარიღი: პარასკევი, 2012-03-23, 7:31 PM | შეტყობინება # 16 |
პირველკურსელი
ჯგუფი: გრიფინდორი
შეტყობინებები: 68
სტატუსი: Offline
| ჩოგბურთი
საჩოგბურთო მოედანს კორტი ჰქვია. თამაშები ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტარდება. მოთამაშეების ამოცანაა ჩოგნის დახმარებით ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჩამწოდებელ მოთამაშეს ბურთის ორჯერ ჩაწოდების უფლება აქვს. მეორე ჩაწოდებას ის იყენებს მაშინ, თუ პირველი ვერ ჩააგდო ჩაწოდების მოედანში ან ბადეს ვერ გადააცილა. ერთ მოგებულ გათამაშებაზე მოთამაშეც ეწერება 15 ქულა, შემდეგ მოგებულზე ასევე 15, მესამეზე კი 10 ქულა (ე. ი. 15, 30 და 40). ხოლო, მეოთხე მოგებულ გათამაშებაზე ჩოგბურთელი იგებს გეიმს. თუ ანგარიში თანაბარია (ე. ი. 40-40), მაშინ ერთ-ერთმა მოთამაშემ ზედიზედ 2 გათამაშება უნდა მოიგოს გეიმის მოსაგებად. 6 გეიმის მოგების შემთხვევაში მოთამაშე იგებს სეტს. თუ ანგარიში 6:6-ია, მაშინ ხდება დამატებითი გეიმის გათამაშება, რომელსაც ტაი-ბრეიკი ჰქვია. ჩოგბურთელმა უნდა მოიგოს 2 სეტი თამაშის მოსაგებად. გამონაკლისია მამაკაცთა შორის დიდი მუზარადის ტურნირები, სადაც ჩოგბურთელს სჭირდება 3 სეტის მოგება თამაშის მოსაგებად.
[img]http://www.columbusskiclub.org/csc/Portals/0/assets/images/Sports/Tennis%202009/tennis.jpg[/img]
ქვიდიჩი - არის ერთ-ერთი ჯადოქრული სპორტი ქვიდიჩს თამაშობენ მფრინავი ცოცხების საშუალებით. ქვიდიჩის გუნდში არის შვდი მოთამაშე და ოთხი ბურთი: ქუაფილი, ორი ბლაჯერი და სნიჩი. ქუაფილი დახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის წითელი ბურთია, რომლითაც მოთამაშეები გოლს იტანენ, თითოეული გოლი ათი ქულაა. ბლაჯერები ქუფილზე ოდნავ პატარა შავი ბურთებია, რომლებიც მოთამაშეებს თავს ესხმიან და მათი ცოცხიდან ჩამოგდებას ცდილობენ. სნიჩი მოზრდილი კაკლის ტოლა ოქროს ბურთია, რომელსაც ვერცხლის ფრთები აქვს, იგი ძალიან სწრაფია, ძნელად დასაჭერი და მას გადამწყვეტი როლი უკავია თამაშში. გუნდში შვიდი მოთამაშეა: სამი ჩეიზერი, რომლებიც ქუაფილის კარში გატანას ცდილობენ. მეკარე-რომელიც კარს იცავს. ორი ბიტერი, რომლებიც მოთამაშეებს ბლაჯერებისგან იცავენ. სიკერი-რომელიც სნიჩს დასდევს და სანამ მას არ დაიჭერს თამაში არ მთავრდება, სნიჩის დაჭერა 150 ქულაა.
მე მინდა ეს ვიდეო შემოგთავაზოთ:
|
|
| |
Lilyanna | თარიღი: პარასკევი, 2012-03-23, 9:12 PM | შეტყობინება # 17 |
მაგლთმცოდნეობის პროფესორი,ფ.ორდენი
ჯგუფი: ჰაპლეპაფის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 518
სტატუსი: Offline
| XaTia-SeLeNa, უკაცრავად, მაგრამ მე ვთქვი, რომ დავალება უნდა მიმეღო პარასკევამდე ასე რომ ახლა დაწერილი დავალება აღარ ჩაითვლება, ახლა ვდებ მეორე ლექციას და ის დაწერე.
|
|
| |