Мой сайт პარასკევი
2025-01-10
4:17 AM
მოგესალმები ახალბედა | RSS მთავარი | ლექცია N3 - ჰოგვორტსის ვირტუალური სამყარო | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ლექცია N3
Lilyannaთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 1:44 PM | შეტყობინება # 1
მაგლთმცოდნეობის პროფესორი,ფ.ორდენი
ჯგუფი: ჰაპლეპაფის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 518
რეპუტაცია: 8
სტატუსი: Offline
ბავშვებო, მოიძიეთ ინფორმაცია მაგლური ტექნოლოგიების შესახებ (მაგ. ტელევიზორი).
აუდილებლად დაურთეთ სურათები და ვიდეოები. მალე გავხსნი თაფლუჭს და საუკეთესო ნამუშევრის ავტორს უფლებას მივცემ ერთი კვირის განმავლობაში ჩემს მაღაზიაში უფასოდ ისარგებლოს! აბა წარმატებებს გისურვებთ!
პარასკევი არის დავალების ჩაბარების ბოლო ვადა.


 
XaTia-SeLeNaთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 8:03 PM | შეტყობინება # 2
პირველკურსელი
ჯგუფი: გრიფინდორი
შეტყობინებები: 68
რეპუტაცია: 3
სტატუსი: Offline
კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.

კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.

[img]http://www.chicagonow.com/blogs/ndigo-way-i-see-it/assets_c/2010/03/personal%20computer-thumb-470x333-108905.jpg[/img]





ტელეფონი (ბერძნ. τῆλε - "შორს" და φωνή - "ხმა") ტელეკომუნიკაციის მოწყობილობა რომელიც გამოიყენება ბგერის მიღება-გადაცემისთვის (ლაპარაკისთვის), როგორც წესი ორი ადამიანის სასაუბროდ, იშვიათად სამი ან მეტის. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საურთიერთობო მოწყობილობაა. უმეტესობა ტელეფონებისა მუშაობს ელექტო-სიგნალების გადაცემით, რთულ სატელეფონო ქსელში.

ტელეფონის აპარატი, სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაფან: საკომუტაციო-გამოსაძახებელი (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და სალაპარაკო, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას. ტელეფონის აპარატის საკომუტაციო-გამოსაძახებელი მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზღვრება მომსახურე ტელეფონის სადგურის (ხელის ტელეფონის სადგური ან ავტომატური ტელეფონის სადგურის — ატს) ტიპის მიხედვით. ატს-ის ტელეფონის აპარატის სტრუქტურული სქემა შეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს. ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს. აბონენტის დროის ეკონომიის მიზნით ფართოდ ინერგება ღილაკებიანი ნომერამკრეფი — ტასტატურიანი ტელეფონის აპარატი. ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი, რადიოსატელეფონო კავშირისათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, ვიდეოტელეფონი და სხვა.









[img]http://sakancelario.ge/products_pictures/320[1].jpg[/img]


 
Lilyannaთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 8:16 PM | შეტყობინება # 3
მაგლთმცოდნეობის პროფესორი,ფ.ორდენი
ჯგუფი: ჰაპლეპაფის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 518
რეპუტაცია: 8
სტატუსი: Offline
XaTia-SeLeNa, ყოჩაღ! როგორც ყოველთვის ძალიან კარგი დავალებაა! +100 ქულა გრიფინდორს!

 
XaTia-SeLeNaთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 8:18 PM | შეტყობინება # 4
პირველკურსელი
ჯგუფი: გრიფინდორი
შეტყობინებები: 68
რეპუტაცია: 3
სტატუსი: Offline
madlobT profesoro

 
giga2891თარიღი: კვირა, 2012-04-01, 3:52 PM | შეტყობინება # 5
მესამეკურსელი
ჯგუფი: გრიფინდორი
შეტყობინებები: 390
რეპუტაცია: 3
სტატუსი: Offline
ტელევიზორი — ელექტრონული მოწყობილობა,რომელიც გამოიყენება უკაბელოდ ვიდეო და აუდიო ინფორმაციის მისაღებად და საჩვენებლად ეკრანზე. თუმცა, შეუძლია კაბელით დაკვაშირების შემთხვევაში ვიდეოფირის ჩვენებაც.
პირველი CRT ტიპის , კომერციული მიზნით, გამოშვებული ტელევიზორი დამზადდა Telefunken-ის მიერ გერმანიაში 1934წელს. შემდეგ უკვე საფრანგეთში(1936), ინგლისში(1936) და ამერიკაში(1938
ყველაზე იაფი ტელევიზორი მეორე მსოფლიო ომამდე ღირდა $125(რომელიც ახლა ტოლფასია 1,863 დოლარისა(2007)), რომელსაც ჰქონდა 8 სმ სიგრძის ეკრანი, ხოლო 30 სმ ეკრანიან ტელევიზორებს შორის ყველაზე იაფი ღირდა $445 ($6,633 ახლა)
TV ანუ Television ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შორ მანძილზე გადავცეთ მოძრავი გამოსახულებები ხმის აკომპანიმენტით. ეს შეიძლება ხდებოდეს როგორც მონოქრომულ (შავ-თეთრ), ისე ფერად ფერების გამაში. სიტყვა Television წარმოიშვა ლათინური და ბერძნული სიტყვების tele(τῆλε)(ბერძნულად: შორს) და visio(ლათინურად: ხედვა) შეერთებით. ტელევიზორებმა პირველი კომერციული დატვირთვა 1930-იანი წლებიდან მიიღეს, მანამდე მისით გადარეული მეცნიერები ერთობოდნენ .
1970-იანი წლებიდან, როცა მასობრივად გავრცელდა ვიდეო კასეტები, ლაზერული დისკები, DVD და შემდგომ Blue Ray, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დიდი მოცულობის აუდი–ვიდეო ინფორმაციის დატევას, რომლებიც შემდგომ ეთერში გაიშვებოდა (მანამდე მხოლოდ პირდაპირი ეთერი არსებობდა) , ტელევიზორი გადაიქცა ინფორმაციის მიღების, გართობის და გარესამყაროს შეცნობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად.
ტელევიზიის განვითარების ადრინდელ ეტაპზე იგი მოიცავდა ოპტიკურ, მექანიკურ და ელექტრონულ ტექნოლოგიებს, რომლებსაც გამომგონებელთა შეხედულებით უნდა გადაეღო, გადაეცა და ეკრანზე გამოესახა გამოსახულება. მოგვიანებით მექნიკური ნაწილი მას ჩამოშორდა, თუმცა მან მაინც შეიტანა გადამწყვეტი წვლილი სრულად ელექტრონული ტელევიზიის შექმნაში. სანამ ტელევიზიის ტექნოლოგიის განხილვას დავიწყებთ, ურიგო არ იქნება თუ მოკლედ მიმოვიხილავთ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენებოდა შორ მანძილზე აუდიო თუ ვიზუალური ინფორმაციის გადასაცემად. თავდაპირველად სურათების გადასაცემად გამოიყენებოდა FAX მანქანები, რომელიც მექანიკური იყო და პანტელეგრაფი ეწოდებოდა. იგი ჯერ კიდევ 1800-იან წლებში შეიქმნა. პირველი კონცეპტუალური მოწყობილება, რომელსაც მოძრავი სურათების გადაცემა შეეძლო, ელექტრონულად იყო ტელეფონსკოპი, რომელიც 1978 წელს შეიქმნა. იგი ამართლებდა ადრინდელი მეცნიერების მოსაზრებებს, რომ სინათლე და ხმა შესაძლებელი იქნებოდა გადაცემოდა კაბელების გამოყენებით. 1884 წელს 20 წლის გერმანელმა სტუდენტმა პაულ გოტლიბ ნიპკოვმა (Paul Gottlieb Nipkow) დააპატენტა პირველი ელექტრო-მექანიკური სატელევიზიო სისტემა. იგი ემყარებოდა მბრუნავ დისკოს, რომელსაც სერიების სახით ჰქონდა ნახვრეტები. იგი ასე გამოიყურებოდა.
ნიპკოვის დისკო მთლიანად ოპტიმიზირებული იყო რასტრირებაზე (ასე ვთარგმნე ინგლისური სიტყვა “rasterization”). ზოგადად რასტრირება განიმარტება, როგორც რაიმეს გარდაქმნა პიქსელებად, რომლებიც ჩაიწერება ციფრული სახით, ანუ 1-იანებით და 0-ით. ნიპკოვის ქმნილების შემთხვევაში კი რასტრირების პროცესი გულისხმობდა გამოსახულების ელექტრონულ იმპულსებად გარდაქმნას. მოკლედ ეს იყო ტელევიზორის პროტოტიპი.

1907 წელს რუსი მეცნიერი ბორის როსინგი გახდა აღმომჩენი CRT-ისა. CRT ანუ cathode ray tube (კათოდური სხივური მილაკი), უზრუნველყოფდა იმას, რასაც ნიპკოვის დისკო ვერ ახერხებდა: გადასცემდა პირველ გეომეტრიულ ფიგურებს.
1925 წელს შოტლანდიელი მღვდლის შვილმა John Logie Baird–მა ლონდონში პრეზენტაცია გაუკეთა თავის გამოგონებას, რომელიც გადასცემდა სილუეტურ გამოსახულებას, 1926 წელს კი მან პუბლიკას აჩვენა მოწყობილობა, რომელიც მონოქრომულ, მაგრამ, რაც მთავარია, მოძრავ გამოსახულებას გადასცემდა.
1927 წელს რუსმა მეცნიერმა Léon Theremin პრეზენტაცია გაუკეთა თავის გამოგონებას, რომელიც 100-ხაზიან გამოსახულებას აჩვენებდა (ბრეიდის მოწყობილება მხოლოდ 30 ხაზამდე ადიოდა). პირველი პრაქტიკული გამოყენება ტელევიზიას გერმანიაში მოუძებნეს 1929 წელს (გერმანული პრაგმატიზმის კლასიკური მაგალითი). 1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშები LIVE რეჟიმში გადაიცემოდა ბერლინი – ლაიფციგის მიმართულებით. 1936 წელს უნგრელმა მეცნიერმა Kálmán Tihanyi-მა ახსნა პლაზმური ტელევიზორის ფუძემდებლური პრინციპები (გენიოსი). სატელევიზიო მაუწყებლობის სტანდარტებია: PAL, SECAM და NTSC. PAL სტანდარტი SECAM სტანდარტს ჯობნის იმით, რომ უფრო მედეგია სიგნალის დამახინჯების მიმართ. NTSC სტანდარტი ძირითადად შეერთებულ შტატებში გამოიყენება და გამოსახულების რეგულირების 4 ძირითად ოფციასთან ერთად გამოიყენება ე.წ. TINT.



მიმაგრება: 5701001.jpg (18.9 Kb) · 0736078.jpg (131.9 Kb) · 0991174.jpg (31.6 Kb) · 8943101.jpg (51.3 Kb)
 
Lilyannaთარიღი: კვირა, 2012-04-01, 3:59 PM | შეტყობინება # 6
მაგლთმცოდნეობის პროფესორი,ფ.ორდენი
ჯგუფი: ჰაპლეპაფის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 518
რეპუტაცია: 8
სტატუსი: Offline
giga2891, შენც 100 ქულა შემატე გრიფინდორს! გილოცავ!
პ.ს თუ სხვა კლუბელები არ დაწერენ დავალებას, მათ კლუბებს -100ქულა ექნებათ!


 
-MaRi_Weasley:)თარიღი: კვირა, 2012-04-01, 4:53 PM | შეტყობინება # 7
პირველკურსელი
ჯგუფი: ჰაფლეპაპი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პრინტერს უწოდებენ მოწყობილობას, რომლის საშუალებით ინფორმაცია ძირითადად მიიღება ქაღალდზე (შეიძლება გამჭირვალე ფირზე, ან სხვ.). პრინტერის მრავალი მოდელი არსებობს. ისინი განსხვავდებიან წარმოებულობით, ინტერფეისით, ფუნქციური შესაძლებლობებით, მოქმედების პრინციპით.
პრინტერის საფუძველი რთული ელექტრო მექნიკური მოწყობილობაა. იგი უზრუნველყოფს გამოსახულების ფორმირებას, ქაღალდის გადაადგილებას, საღებავის მიწოდებას და სხვა. პრინტერის შემადგენლობაშია ელექტრული ნაწილი მართვის სქემით და ბუფერული დამახსოვრების მოწყობილობით.
გამოსახულების ფორმირებით პრინტერები იყოფა კონტურულ და რასტულ პრინტერებად. კონტურულ პრინტერში სიმბოლოს გამოსახულება უწყვეტი ხაზია და მიიღება ქაღალდზე შემღებავი ლენტის გამოყენებით, ქაღალდზე ნემსის დარტყმის საშუალებით.
რასტულ პრინტერში გამოსახულება მიიღება უმცირესი წერტილების ერთობლიობით (წერტილის დიამეტრი 0,1-0,3 მმ). ამჟამად პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენება მხოლოდ რასტული პრინტერები. წერტილების გადატანის პრინციპით რასტული პრინტერები იყოფა: მატრიცულ, ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებად.




http://www.youtube.com/watch?v=T9dr_u4-a-k

მობილური ტელეფონის ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. სწორედ იმ დროს, კომპანია "ეითი ენდ თი"-მ უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორია "ბელ ლამორატორიეს"-მა (ეს ლაბორატორია სწორედ "ეითი ენდ თი"-ს ეკუთვნოდა) მობილური ტელეფონის შექმნის იდეა წამოაყენა. 1947 წლისთვის, ეს მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო. კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი მხოლოდ მანქანაში დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი და ეს გასაგებიცაა – პირველი აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40 კგ-ს იწონიდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო მანქანაში დაყენებული ტელეფონების დაპატარავება, ისინი თანდათანობით უფრო ნაკლებ ადგილს იყენებდნენ, ხოლო 70-იანი წლებისთვის მობილური ტელეფონი მნიშვნელოვნად "შემსუბუქდა" და სულ რაღაც 12-14 კგ-ს იწონიდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "Motorola" იმ დროსაც არსებობდა, თუმცა მისი თავდაპირველი საქმიანობა ტელეფონების წარმოება ნამდვილად არ ყოფილა. 1945 წელს, კომპანიაში ახალი თანამშრომელი, მარტინ კუპერი მივიდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან იგი რიგითი თანამშრომელი იყო, რომელიც ახალ, პორტატულ მოწყობილობებს ქმნიდა. 1967 წელს მან და მისმა განყოფილებამ ჩიკაგოელი პოლიციელებისთვის პირველი პორტატული რაცია შექმნეს. "Motorola"–ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ პატარა ზომის ფიჭური ტელეფონის შექმნა შეეძლო. თანდათანობით მარტინი იდეა ხორცს ისხამდა. პარალელურად, კომპანია ცდილობდა, დაერწმუნებინა კომუნიკაციების ფედრალური კომისია, რომ ფიჭური ტელეფონის დანერგვისათვის, კერძო კომპანიას საკუთარი თავისუფალი სიხშირეები დასჭირდებოდა. ამ იდეას, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ., რადგან იმავე "ბელ ლამორატორიეს"-ის (იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორია) სპეციალისტები ახლო მომავალში კომპაქტური ტელეფონის შექმნას გამორიცხავდნენ. და აი, მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება, "Motorola"–ს უნდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ წამოჭრილი იდეის განხორციელება შესაძლებელი იყო. შემოწმწბა 1973 წლის 3 აპრილისთვის დაიგეგმა. პირველი ტელეფონის სახელწოდება "დინა-ტაკი" იყო. ეს გახლდათ 1,5 კილოგრამიანი და 22,5X12,5X3,75 სანტიმეტრის ზომის ყურმილი. წინა პანელზე განთავსებული ჰქონდა 12 კლავიში – რომელთაგან 10 ნომრის ასაკრეფი და ორი საუბრის დროს გადაწყვეტილების მიმღები ღილაკი იყო. ტელეფონის აკუმულატორი 35 წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ მის "დასატენად" 10 აათზე მეტი იყო საჭირო.

3 აპრილის დილას, მარტინ კუპერმა სწორედ ეს ტელეფონი აიღო ხელში და "ბელ ლამორატორეს"-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს, სკეპტიკურად განწყობილ ჯოელ ენგელს დაურეკა. ეს დიდი გამარჯვება იყო! რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე "ბელ ლამორატორიე"-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "დინა-ტაკის" შესახებ განაცხადა: "ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, იმ დროს ჩვენ 14 კილოგრამიან ტელეფონებს ვიყენებდით და მისი ფუნქციის ერთკილოგრამში მოთავსება ნამდვილიწინსვლაა"

რადგან ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ კერძო კომპანიებს საკუთარი სიხშირეები გამოუყო. რასაკვირველია, Motorola-მ პირველმა დაიწყო მობილური ტელეფონების მასობრივი წარმოება. ამჟამად, ძნელად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მობილური ტელეფონების გარეშე, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები კი კვლავ მის დახვეწასა და ზომების შემცირებაზე მუშაობენ...

 
Lilyannaთარიღი: კვირა, 2012-04-01, 4:58 PM | შეტყობინება # 8
მაგლთმცოდნეობის პროფესორი,ფ.ორდენი
ჯგუფი: ჰაპლეპაფის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 518
რეპუტაცია: 8
სტატუსი: Offline
-MaRi_Weasley:), მომწონს, ასე გააგრძელე შენ 100 ქულა smile და პლიუს შენი კლუბი გადაარჩინე.

 
giga2891თარიღი: კვირა, 2012-04-01, 6:27 PM | შეტყობინება # 9
მესამეკურსელი
ჯგუფი: გრიფინდორი
შეტყობინებები: 390
რეპუტაცია: 3
სტატუსი: Offline
გმადლობთ პროფესორო Lilyanna, ძალიან მომწონს თქვენი საგანი smile
 
XaTia-SeLeNaთარიღი: კვირა, 2012-04-01, 8:18 PM | შეტყობინება # 10
პირველკურსელი
ჯგუფი: გრიფინდორი
შეტყობინებები: 68
რეპუტაცია: 3
სტატუსი: Offline
vafren am saganze da maswavlebelze

 
giga2891თარიღი: კვირა, 2012-04-01, 9:32 PM | შეტყობინება # 11
მესამეკურსელი
ჯგუფი: გრიფინდორი
შეტყობინებები: 390
რეპუტაცია: 3
სტატუსი: Offline
Quote (XaTia-SeLeNa)
vafren am saganze da maswavlebelze

ჩემზე მეტადდ? biggrin
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025 Free site builder - uCoz