Мой сайт პარასკევი
2025-01-10
10:26 AM
მოგესალმები ახალბედა | RSS მთავარი | Led Zeppelin - ჰოგვორტსის ვირტუალური სამყარო | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Led Zeppelin
Lilyannaთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-22, 6:13 PM | შეტყობინება # 1
მაგლთმცოდნეობის პროფესორი,ფ.ორდენი
ჯგუფი: ჰაპლეპაფის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 518
რეპუტაცია: 8
სტატუსი: Offline
ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) ინგლისური როკ ჯგუფია, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი. ლედ ზეპელინი დიფ ფარფლსა და ბლექ საბათთან ერთად ითვლება მძიმე როკის ერთ-ერთ პიონერად და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში.

1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო, თუმცა ის კვლავ რჩება ერთ-ერთ საუკეთესო და ლეგენდარულ ჯგუფად როკ სამყაროში. ეს განაპირობა ჯგუფის კომერციულმა წარმატებამ, მიღწევებმა და მისმა გავლენამ სხვა შემსრულებლებზე. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.

2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.

ლედ ზეპელინის ფესვები პირველ რიგში, მოდის ბრიტანული ბლუზით შთაგონებული ჯგუფიდან The Yardbirds. ჯიმი პეიჯი შეუერთდა ამ ჯგუფს 1966 წელს, ბას გიტარისტის ამპლუაში, რადგანაც მისი წინა ბას გიტარისტი პოლ სემუელ სმიტი წავიდა ბენდიდან. რამდენიმე ხნის შემდგე პეიჯი სოლო გიტარაზე გადაერთო და სოლო-პარტიებს ასრულებდა ჯეფ ბეკთან ერთად.

ჯგუფიდან ბეკის წასვლის შემდეგ, 1966 წელს, The Yardbirds, რომელიც დაღლილი იყო მუდმივი ტურებითა და ჩაწერით, დაშლა დაიწყო. პეიჯს სურდა სუპერჯგუფის შექმნა, სადაც ბეკიც და The Yardbirds-ის კიდევ ორი მუსიკოსი, კიტ მუნი და ჯონ ენუისტლი დაუკრავდნენ. ვოკალისტები დონოვანი, სტივ უინვუდი და სტივ მერიოტი ასევე მოიაზრებოდნენ მომავალი ჯგუფის პოტენციურ მონაწილეებად.

ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ 1966 წელს პეიჯმა, ბეკმა და მუნმა ჩაწერეს სიმღერა "Beck's Bolero" (იგი შეტანილია ბეკის 1968 წლის ალბომში Truth. ამ ხმისჩამწერ სესიებზე მუსიკოსებთან მუშაობდა ბას გიტარისტი ჯონ პოლ ჯონსი. მისი თქმით, იგი მზად იყო პეიჯთან მომავალ პროექტებში მონაწილეობისათვის.

ჯგუფის The Yardbirds უკანასკნელი კონცერტი შედგა 1968 წლის ივლისში. თუმცა, ამის შემდეგ, მათ შესთავაზეს რამდენიმე კონცერტის ჩატარება სკანდინავიაში, ასე რომ ჯიმ მაკკარტიმ და კიტ რელფმა პეიჯსა და ბას-გიტარისტ კრის დრეიას საშუალება მისცეს, გამოსულიყვნენ The Yardbirds-ის სახელით მომავალშიც. პეიჯმა და დრეია დაიწყეს ახალი ბენდის ჩამოყალიბება. პირველ ვოკალისტად მოიაზრებოდა ტერი რიდი, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა რობერტ პლანტის კანდიდატურა. ეს იყო პეიჯისათვის უკვე ცნობილი ბირმინგემელი ვოკალისტი. პლანტი უმალ დათანხმდა შემოთავაზებაზე და თავის მხრივ, ურჩია პეიჯს მუსიკოსი ჯონ ბონემი, რომელი უკრავდა დასარტყამებზე. დრეია ამოვარდა პროექტიდან და ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მოგვიანებით სწორედ მან გადაიღო სურათი ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომის ყდისათვის. ჯონ პოლ ჯონსი პეიჯს თავისი მეუღლის რჩევით დაუკავშირდა და ჯგუფში დაიკავა ბას გიტარისტის ვაკანტური ადგილი.

ახალი შემადგენლობის პირველი ერთობლივი რეპეტიცია შედგა პი ჯეი პრობის სესიების უკანასკნელ დღეს. პრობი იხსენებდა: "უკანასკნელ დღეს მცირე სტუდიური დრო დარჩა და ვთხოვე მათ დაკვრა, სანამ თავად მოვიფიქრებდი ტექსტს. მაშინ ეს არ იყო ლედ ზეპელინი, მაშინ ეს ჯერ კიდევ New Yardbirds იყო და ეს ჩემი ჯგუფი უნდა ყოფილიყო."
1968 წელს მათ ამ სახელით მოაწყვეს ლედ ზეპელინის 1968 წლის სკანდინავიური ტური. ცნობილია, რომ კიტ მუნსა და ჯონ ენვისტლს სურდათ ერთობლივი სუპერჯგუფი, რომელშიც პეიჯი და ბეკიც დაუკრავდნენ. მისი თქმით, ბეკი და პეიჯი დაეშვებოდნენ, როგორც ტყვიის დირიჟაბლი - სწორედ ასე აღწერდა ენვისტლი ხოლმე ცუდ კონცერტს.

მენეჯერ პიტერ გრანტის რჩევით ჯგუფმა ამოაგდო ასო 'a' სიტყვიდან Lead (ტყვია), რათა ამერიკელებს არ წარმოეთვათ "leed".

1968 წლის ნოემბერში კომპანიასთან Atlantic Records გრანტმა მიაღწია 200.000 დოლარის ოდენობის ავანსს - იმ დროს ეს იყო ყველაზე დიდი ავანსი როკ-ჯგუფისათვის.
Atlantic Records უფრო ცნობილი იყო, როგორც ლეიბლი, სადაც გამოიცემოდა ბლუზ, სოულ და ჯაზ შემსრულებლების ჩანაწერები, თუმცა 60-იანების ბოლოს კომპანია პროგრესული ბრიტანული ჯგუფებითაც დაინტერესდა. მათ ლედ ზეპელინთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს ისე, რომ არც კი უნახავთ მუსიკოსები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის დასტი სპრინგფილდის მიერ გაწეულ რეკომენდაციას.


 
-MaRi_Weasley:)თარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-22, 6:56 PM | შეტყობინება # 2
პირველკურსელი
ჯგუფი: ჰაფლეპაპი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვგიჟდებიიი <3 <3 უაზროდ მიყვარს smile პლანტიი smile
 
Padfootთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-22, 6:58 PM | შეტყობინება # 3
ფენიქსის ორდენის ლიდერი, აურორი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 865
რეპუტაცია: 8
სტატუსი: Offline
ძალიან ძალიან მაგარი ჯგუფია..როკ მუსიკის "სახელმძღვანელო" <3 <3 biggrin

პ.ს. Stairway To Heaven <3


 
Nightmareთარიღი: პარასკევი, 2012-03-23, 8:46 PM | შეტყობინება # 4
პირველკურსელი
ჯგუფი: ჰაფლეპაპი
შეტყობინებები: 84
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
Quote (Padfoot)
ძალიან ძალიან მაგარი ჯგუფია..როკ მუსიკის "სახელმძღვანელო" <3 <3

როგორ უდნა დაუძახო ჯგუფს როკის სახელმძღვანელო, როცა ამ ჯგუფის შემოქმედება ნახევარზე მეტი ბლუზია biggrin


იმ ბედნიერ ხანაში, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სიმებიანი ინსტრუმენტების ცნობილი იტალიელი ოსტატი ანტონიო სტრადივარიუსი...
 
ნახევარსისხლათარიღი: შაბათი, 2012-03-24, 11:50 AM | შეტყობინება # 5
ჰოგვორტსის დირექტორი/ჯადოსნური არსებების მოვლის პრ
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 183
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025 Free site builder - uCoz