Мой сайт ხუთშაბათი
2025-01-09
5:24 AM
მოგესალმები ახალბედა | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

ჩვენი გამოკითხვა
დავაყენოთ ახალი დიზაინი ?
სულ პასუხი: 116

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » რეალური დამბლდორი
5:07 PM
რეალური დამბლდორი

მართალია ჩვენი საყვარელი დირექტორი დამბლდორი ყველას როულინგის გამოგონილი პერსონაჟი გგონიათ მაგრამ ჩვენს რეალობაშიც არსებობენ თურმე ასეთი ბერიკაცები.

ობერონ ზელ-რეივენჰართი- 68 წლის მამაკაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება შავი ხელოვნების შესწავლას მიუძღვნა. გამოირჩევა თავისი ჩაცმულობით, შოპინგზეც კი სპეციალური კოსწიუმითა და კვერთხით დადის. დაწერილი აქვს წიგნებიც და იმედოვნებს, რომ ისინი ჯადოქართა ბიბლია გახდება.


ახლახან მაგიის ოსტატმა აკადემია გახსნა, რომელსაც Grey School of Wizardry უწოდა. სადაც მოსწავლეებს 16 სხვადასხვა მაგიური დისციპლინა შეუძლიათ შეისწავლონ. მათ შორის შელოცვების გაკეთებას, ალქიმიას, კვერთხის გამოყენებას და ა.შ. ასევე ისწავლება როგორ უნდა დავიცვათ თავი შავი ძალებისგან.

,,თუ თქვენ წაგიკითხავთ ჰარი პოტერი და გიფიქრიათ, ნეტავ ახლა ნამდვილი გრძნეულები თუ დააბიჯებენ ჩვენს გარშემოო, მინდა გითხრათ,რომ ჩვენ რეალური ადამიანები ვართ. მაგიურ სამყაროში ამჯერად მე დამბლდორს მეძახიან, თუმცა ჰარი პოტერამდე ხალხი მერლინს მიწოდებდა. დღესდღეობით აკადემიაში 735 მოსწავლე სწავლობს. ეს სერიოზული კვალიფიკაციაა, რადგანაც ჩვენ გასწავლით მაგიურ ხრიკებს, კოსმოლოგიას და მეტაფიზიკას, მცენარეულ მედიცინას და სხვა ძველ მეცნიერებებს. ”


ყოფილი მასწავლებელი და მრჩეველი მაგიურ შელოცვებს მოსწავლეებს დიდი ხნით ადრე ასწავლიდა, ვიდრე როულინგი ჰარი პოტერის დაწერას განიზრახავდა. ახლა კი მისი სასწავლებელი ჯადოქართა პირველი აკადემიაა მსოფლიოში.

პირველად ობერონი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც განაცხადა, რომ სწორედ მან შექმნა პირველი მარტორქა. სხვათაშორის ამერიკის გაზეთებმა სტატიებიც დაწერეს ამაზე. როგორც გაირკვა თურმე ობერონს ეს ერთრქიანი ცხოველი თხის საშუალებით შეუქმნია, რომელსაც მცირე ოპერაცია ჩაუტარა და წინ რქა მიუმაგრა : ))))

მაგიის ოსტატი ცოლთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც მორნინგ გლორი ჰქვია, 63 წლისაა და აცხადებს რომ ჯადოქარია. პირველად ისინი პაგანურ დღესასწაულზე შეხვდნენ ერთმანეთს და გაცნობიდან ერთი წელიც არ დასჭირვებიათ, მალევე დაქორწინდნენ.


,,ის ჩემი მონათესავე სულია, არასოდეს მიგრძვნია ადამიანთან ასე ახლო კავშირი, როგორც ჩემს ცოლთან”


ცოლ-ქმარი ახალგაზრდობაში.

წყარო: www.ucnauri.com
ნანახია: 1035 | დაამატა: Schizophrenic | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
0  
7 giga2891   (2012-04-04 8:40 PM) [Entry]
არ გავს რა გავს biggrin biggrin

0  
6 slytherin333   (2012-04-04 8:01 PM) [Entry]
აუფ, ისე გავს

0  
5 giga2891   (2012-04-04 6:21 PM) [Entry]
ნუ რავიცი რააა ისე ფილოსოფურ ქვაშიც ეგ თამაშობს?

0  
3 giga2891   (2012-04-04 6:13 PM) [Entry]
ise am suratebs ro vuyureb sul ar gavs harry potter-shi ro dambldoria imas biggrin biggrin

+1  
4 Schizophrenic   (2012-04-04 6:20 PM) [Entry]
არც უნდა გავდეს biggrin დამბლდორს იმიტომ ეძახიან რომ "ჯადოქრობას" ასწავლის და "ჯადოქრობის სკოლა" გახსნა biggrin მერლინსაც მეძახდნენო ამბობს კაცი და მერლინსაც ხო არ უნდა გავდეს biggrin

0  
1 giga2891   (2012-04-04 5:18 PM) [Entry]
ra kai kaciaaa biggrin

+1  
2 Schizophrenic   (2012-04-04 5:19 PM) [Entry]
კი ძაან საყვარელია და თან ბოლო სურათში ჩარლის მივამსგავსე biggrin ან მართლა გავს და ან მე გავგიჟდი biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2025 Free site builder - uCoz